სიახლები

12-06-2019 4 ახალი ელემენტი

„ქიმიკოსთა საზოგადოება ძალიან მოხარულია, რომ ასე სათუთი ცხრილის მეშვიდე რიგი ბოლოს და ბოლოს შეივსო. IUPAC-ი ამჟამად ამ ელემენტებისათვის სახელებისა და ქიმიური სიმბოლოების შერჩევაზე მუშაობს“, – აღნიშნა IUPAC-ის არაორგანული ქიმიის განყოფილების პრეზიდენტმა, პროფესორმა იან რიდიკმა. ახალ ელემენტებს სახელი შესაძლოა ეწოდოს მითოლოგიიდან, მინერალების, ადგილის ან ქვეყნის მიხედვით, ასევე რომელიმე მეცნიერის პატივსაცემად. მას შემდეგ, რაც თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის შესაბამისი განყოფილება ელემენტებს სახელებსა და ორ-ასოიან სიმბოლოებს შეურჩევს, მოხდება მათი წარდგენა საჯარო განხილვისათვის, რაც ხუთ თვეს გასტანს.

ნანახია 1805-ჯერ